The Story of Kalme

როგორ დაიბადა Kalme? 💡

Kalme-ს იდეა ერთ დღეს გაჩნდა, როცა მარტივი რამ შევამჩნიე: ტრადიციული წიგნის კითხვა ბევრისთვის მოსაწყენი გახდა. დავფიქრდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო გამოსავალი და მივედი დასკვნამდე, რომ თამაშები, ინტერაქცია და ქვიზები ამ პრობლემას სრულად მოაგვარებდა.

ეს პროტესტი ჩემში ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ცოცხლობს. მახსოვს, ქართულის მასწავლებელი მუდამ გვთხოვდა ტექსტებისა და ლექსების დაზეპირებას, მე კი შინაგანად ყოველთვის უდიდესი წინააღმდეგობის განცდა მქონდა: „რატომ უნდა ვისწავლო ზეპირად, როცა მთავარი შინაარსის გააზრებაა?!“

🎭 მოდით ვთქვათ სიმართლე — ზეპირობა მსახიობებსაც კი უჭირთ და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც კი არ გამოსდის, ისინიც კი სუფლიორით ან ფურცლით კითხულობენ ტექსტებს. ჰოდა, ჩვენ რატომ უნდა ვიტანჯოთ ტყუილად?

ეს ჩემი წარსული გამოცდილება მინდა სხვებისთვის მაგალითად ვაქციო. დაზეპირება არ გჭირდებათ — მთავარია გააზრება! სწორედ ამაში დაგეხმარებათ ჩვენი საიტი თავისი ქვიზებითა და თამაშებით. მინდოდა წიგნებისთვის ახალი შესაძლებლობა მიმეცა, კითხვა გამეხადა უფრო სახალისო და მკითხველს მარტივად შეემოწმებინა, რა წაიკითხა და როგორ დაამახსოვრდა. ასე შეიქმნა Kalme.

კითხვა ტექნოლოგიების ეპოქაში 🎨📖

ჩვენ გვინდა შევქმნათ არსებული წიგნების ბაზაზე ვიზუალური სურათებით, ილუსტრაციებითა და ანიმაციებით გაფორმებული წიგნები და კომიქსები. დღეს, ტექნოლოგიების ეპოქაში, კითხვის ძველი ფორმატი ციფრულ თაობას ხშირად აფრთხობს. ჩვენი მიზანია, კლასიკური ლიტერატურა (იქნება ეს იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებები თუ სხვა შედევრები) გავხადოთ გაცილებით უფრო საინტერესო, ინტერაქციული და გასართობი. ჩვენ ვინარჩუნებთ წიგნის მთავარ სათქმელს, მაგრამ მას თანამედროვე, ვიზუალურ ენაზე გადმოვცემთ.

მომავლის ხედვა: მხოლოდ მკითხველი კი არა, შემქმნელიც! 🚀✨

თუმცა, Kalme მხოლოდ აპლიკაცია არ არის — ის დიდი ეკოსისტემაა.

ჩვენი სამომავლო გეგმა გაცილებით მასშტაბურია: გვინდა შევქმნათ სრულიად ახალი პლატფორმა, სადაც მომხმარებლები, მწერლები და დიზაინერები ერთად შევქმნით ახალ კონტენტსა და გაფორმებებს.

ეს ნიშნავს, რომ თქვენ აღარ იქნებით მხოლოდ მყიდველები:

  • 📝 შექმნით თქვენს საკუთარ ინტერაქციულ ნამუშევრებს.
  • 🎨 გააფორმებთ და გააცოცხლებთ ისტორიებს.
  • 💰 ჩვენ ერთად გავყიდით ამ პროდუქტებს და თქვენ მიიღებთ თქვენს კუთვნილ შემოსავალს.

ჩვენ ერთად ვცვლით იმას, თუ როგორ ურთიერთობს, ერთობა და იღებს შემოსავალს სამყარო ისტორიებისგან. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Kalme-ს სამყაროში! 🌟