ადამი სმიტი: როგორ დაშალეს ბურგერი?!

ადამი სმიტი: როგორ დაშალეს ბურგერი?!

        ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორ ახერხებს McDonald's, რომ შეკვეთიდან 30 წამში ცხელი ბურგერი მოგაწოდოთ? პასუხი არა კულინარიაში, არამედ მე-18 საუკუნის ეკონომიკურ თეორიაში მალება. ადამ სმიტმა თავის წიგნში ხალხთა სიმდიდრე აღწერა პრინციპი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ინდუსტრიას.

შრომის დანაწილება: ქინძისთავიდან ბურგერამდე

ადამ სმიტი იყენებდა ქინძისთავების ქარხნის მაგალითს. ის ამბობდა: თუ ერთი ადამიანი მარტო აკეთებს ქინძისთავს, ის დღეში ძლივს დაამზადებს ერთს. მაგრამ, თუ პროცესს პატარა ნაწილებად დავყოფთ (ერთი მავთულს ჭრის, მეორე აბრტყელებს, მესამე წვეტს უკეთებს), მაშინ 10 ადამიანი დღეში ათასობით ქინძისთავს გამოუშვებს.

ფილმში „დამფუძნებელი“ (The Founder), ჩვენ ვხედავთ ამ თეორიის იდეალურ ეკრანიზაციას. ძმები მაკდონალდსები ჩადიან ჩოგბურთის კორტზე, ცარცით ხაზავენ სამზარეულოს გეგმას და თანამშრომლების მოძრაობას წარმოსახვით იმიტირებენ. 

  • ერთი მხოლოდ კეტჩუპს ასხამს.

  • მეორე მხოლოდ ხორცს აბრუნებს.

  • მესამე მხოლოდ ფუნთუშას დებს.

ეს არის სპეციალიზაცია. როცა ადამიანი მხოლოდ ერთ პატარა მოქმედებას აკეთებს, ის ამას ავტომატურად, წარმოუდგენელი სიზუსტით და სისწრაფით ასრულებს. 

ჰენრი ფორდის მეთოდი: კონვეიერის ძალა

სმიტის იდეა პრაქტიკაში ყველაზე მასშტაბურად ჰენრი ფორდმა დანერგა. მან შექმნა მოძრავი კონვეიერი. ფორდამდე მანქანას ხელოსნების ჯგუფი აწყობდა ერთ ადგილას, რაც დიდ დროს მოითხოვდა. ფორდმა კი პროცესი დაყო ისეთ მარტივ ნაწილებად, რომ მუშას აღარ სჭირდებოდა ინჟინერია — მას მხოლოდ ერთი ჭანჭიკის მოჭერა ევალებოდა.

შედეგი: მანქანის აწყობის დრო 12 საათიდან 90 წუთამდე შემცირდა. ზუსტად იგივე გააკეთეს მაკდონალდსებმა კვებაში — მათ რესტორანი ქარხნად აქციეს.


რატომ აჩქარებს ეს პროცესს? (ადამ სმიტის 3 მიზეზი):

  1. უნარების დახვეწა: როცა მხოლოდ ერთ საქმეს აკეთებ, მასში „ღმერთი“ პროფესიონალი ხდები.

  2. დროის დაზოგვა: აღარ კარგავ დროს ერთი ოპერაციიდან მეორეზე გადასასვლელად (მაგალითად, დანის დადებასა და ტაფის აღებაზე).

  3. მექანიზაცია: როცა სამუშაო მარტივ ნაწილებადაა დაყოფილი, უფრო ადვილია მისი შესრულება მანქანას (ან რობოტს) დაავალო.


დაფიქრდი ამაზე:

  1. კარგავს თუ არა ადამიანი შემოქმედებითობას? როცა მთელი დღე მხოლოდ კეტჩუპს ასხამ, ხარ თუ არა „მზარეული“? სმიტი თავადვე შიშობდა, რომ შრომის დანაწილება ადამიანს „რობოტად“ აქცევდა.

  2. ეფექტურობა თუ ხარისხი? რა გირჩევნია: ბურგერი, რომელიც 30 წამში მზადდება, თუ კერძი, რომელსაც შეფ-მზარეული 20 წუთი სიყვარულით გიმზადებს?

ბლოგზე დაბრუნება

დატოვეთ კომენტარი

Please note, comments need to be approved before they are published.