თომას ჰობსი და განკითხვის ღამე (The Purge): ადამიანი ადამიანისთვის მგელია?

თომას ჰობსი და განკითხვის ღამე (The Purge): ადამიანი ადამიანისთვის მგელია?

წარმოიდგინე, რომ წელიწადში ერთი დღე კანონი აღარ არსებობს, ადამიანს ყველაფრის გაკეთების უფლება ეძლევა. ფილმი განკითხვის ღამე ზუსტად ამას გვიჩვენებს. ერთი შეხედვით ეს უბრალოდ ჰორორია, მაგრამ სინამდვილეში მე-17 საუკუნის ფილოსოფოსის, თომას ჰობსის იდეების საუკეთესო მაგალითია.

ბუნებითი მდგომარეობა — ყველას ომი ყველას წინააღმდეგ

ჰობსს ჰქონდა ასეთი ცნება: ბუნებითი მდგომარეობა. ეს არის სამყარო, სადაც კანონები არ არსებობს და ყველა აკეთებს იმას, რაც უნდა. მისი ცნობილი ფრაზაა — ადამიანი ადამიანისთვის მგელია.

ფილმშიც ზუსტად ამას ვხედავთ: როგორც კი კანონი ითიშება, ადამიანები ერთმანეთის მიმართ აგრესიულები ხდებიან. ჰობსის აზრით, ჩვენი ბუნება სწორედ ასეთი ეგოისტურია რომ მხოლოდ დასჯის შიში გვაკავებს, ისე კი შეგვიძლია ერთმანეთი დავჭამოთ.

რატომ გვჭირდება ლევიათანი?

ჰობსისთვის ცხოვრება კანონების გარეშე არის საზიზღარი და ხანმოკლე. ის ამბობდა, რომ ჩვენ ვდებთ სოციალურ კონტრაქტს — ვთანხმდებით, რომ დავემორჩილებით სახელმწიფოს (რომელსაც ის ლევიათანს ეძახდა), ოღონდ მან უსაფრთხოება მოგვცეს.

განკითხვის ღამე არის ამ კონტრაქტის დროებითი გაუქმება. სახელმწიფო (ლევიათანი) ამბობს: „ამ 12 საათში მე აღარ გიცავთ“. შედეგი კი ის ქაოსია, რასაც ეკრანზე ვხედავთ. ეს ამტკიცებს ჰობსის მთავარ აზრს: სახელმწიფო კი არ გვზღუდავს, არამედ ისაა ერთადერთი რამ, რაც ადამიანურ სახეს გვინარჩუნებს.


დაფიქრდი ამაზე:

  1. მართლა მგლები ვართ? შენი აზრით, ადამიანები იმიტომ არ ვაშავებთ არაფერს, რომ კეთილები ვართ, თუ იმიტომ, რომ კანონის და ციხის გვეშინია?

  2. რატომ უშვებს სახელმწიფო ამას? ფილმში სახელმწიფო სპეციალურად აუქმებს კანონს. ჰობსის ლოგიკით, ლევიათანი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ხალხმა დაინახოს, რამდენად საშინელია ცხოვრება კანონის გარეშე და უფრო მეტად დააფასოს წესრიგი. შენ რას ფიქრობ?

ბლოგზე დაბრუნება

დატოვეთ კომენტარი

Please note, comments need to be approved before they are published.

Social

Let’s be friends.

Join the convo with #AwesomeBrandTag